Thursday, June 24, 2010

როგორ ხდება კლონირება

სნუპი,

სნუპი, ან სნაპი (ინგლ. Snuppy; დ. 24 აპრილი, 2005) — ავღანური მწევარი, მსოფლიოში პირველი კლონირებული ძაღლი. ლეკვი შექმნეს ზრდასრული ავღანური მწევარის ყურის უჯრედის გამოყენებით. ნაყოფის მოსამზადებლად გამოყენებულ იქნა 123 სუროგატი დედა, რომელთაგან მხოლოდ სამმა შვა ლეკვი. ამ სამიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. 45-კაციან ჯგუფს, რომლებიც სნუპის კლონირებას ახორციელებდნენ, ხელმძღვანელობდა ბიოსამედიცინო მეცნიერი ჰუან ვუ-სუკი სეულის უნივერსიტეტიდან.

ინჯაზი

ინჯაზი (არაბ. إنجاز‎‎ ქართ. "მიღწევა") უწოდეს მსოფლიოში პირველ კლონირებულ ერთკუზიან აქლემს, რომელიც დაიბადა 2009 წლის 8 აპრილს[1] [2]. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დუბაის აქლემების რეპროდუქციის ცენტრის დოქტორმა, ვეტერინარმა და ემბრიოლოგმა ნისარ ახმად ვანიმ 2009 წლის 14 აპრილს გამოაცხადა, რომ გაურთულებელი გესტაციის 378 დღის შემდეგ დაიბადა კლონირებული აქლემი[3]. კლონირების სამეცნიერო პროექტს პერსონალურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უწევდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმი, ვიცე პრეზიდენტი და დუბაის ამირა[3][4]. აქამდე ემირატებში აქლემის კლონირების რამდენიმე წარმუმატებელი მცდელობა იყო[4].

ინჯაზი წარმოიშვა ზრდასრული, 2005 წელს სახორცედ დაკლული აქლემის საკვერცხის უჯრედებიდან[4]. უჯრედებს ამრავლებდნენ ქსოვილოვან კულტურაში და შემდეგ ყინავდნენ თხევად აზოტში[3]. ამის შემდეგ,ერთ-ერთი უჯრედი მიკროინექციის მეთოდით შეიყვანეს სუროგატი აქლემის კვერცხუჯრედის ბირთვში. სუროგატი აქლემი ჯერ აღაგზნეს ელექტროდენით და შემდეგ უჯრედის დაყოფის სტიმულირება მოახდინეს ქიმიურად. ერთი კვირის კულტურიდან მიღებული ემბრიონის იმპლანტაცია მოხდა სუროგატი დედალი აქლემის საშვილოსნოში (ურეთრაში). 12 დღის შემდეგ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით დადასტურდა სუროგატი აქლემის ორსულობა, რომლის მონიტორინგი მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა[3]. ინჯაზის დაბადების შემდეგ, მისი დნმ-ი გამოიკვლიეს დუბაის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ლაბორატორიაში. დნმ-ს ტესტმა აჩვენა, რომ ინჯაზის დნმ და საკვერცხის საექსპერიმენტო უჯრედების დნმ იდენტურია, რითაც დადასტურდა, რომ ინჯაზი სწორედ ამ საექსპერიმენტო კვერცხუჯრედებიდან წარმოშობილი კლონია[3][4].

აქლემის დოღი ძალიან შემოსავლიანი ბიზნესია ემირატებში[5]. ცენტრის სამეცნიეო დირექტორმა, დოქტორმა ლულუ სკიდმორმა განაცხადა, რომ აქლემის კლონირება "სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ელიტარული სადოღე და სარძევე აქლემების ძვირფასი გენოფონდი[4].

მეცნიერების უმაღლესი მიღწევა თუ ღმერთთან თამაში?

პირველი კლონირებული მგელი

მსოფლიოში პირველი კლონირებული მგელი მკვდარი იპოვეს სეულის ზოოპარკში. მეცნიერებმა, რომლებმაც მგლის კლონირება მოახდინეს, ცხოველის ნეშტი გაკვეთეს. ამბობენ, რომ მისი სიკვდილის მიზეზის დადგენას ერთი თვე მაინც დასჭირდება. ჯერჯერობით ყველაზე სავარაუდო ვერსიად ინფექციას მიიჩნევენ. მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მგლის სიკვდილი მის წარმოშობას არ უკავშირდება, რადგან რამე სერიოზული დაავადება მხეცს არ ჰქონდა. კლონს, რომელიც ამ ქვეყანას 2005 წლის ოქტომბერში მოევლინა, სნუვოლფი ერქვა. მისი სახელის პირვგელი სამი ასო შემოკლებული დასახელება გახლავთ სეულის ნაციონალური უნივერსიტეტისა. სწორედ იქ მუშაობენ მეცნიერები, რომლებმაც მგლის კლონირება მოახდინეს.

Monday, June 21, 2010

დოლის ფიტული მუზეუმში

კლონირების განმარტება

კლონირებაბიოლოგიაში არის რამდენიმე იდენტური ორგანიზმის მიღების მეთოდი უსქესო (მათ შორის ვეგეტატიური) გამრავლების გზით.

ისევე როგორც ბევრ სხვა ენაში, ქართულშიც, ტერმინი „კლონირება“ ინგლისურიდან შემოვიდა, იგი სიტყვების — clone, cloning კალკია. თვით ინგლისურ ენაში კი ამ სიტყვის, როგორც ბიოლოგიური ტერმინის, ხმარება 100 წელზე ნაკლები ხნის წინ დაიწყეს. მიუხედავად სიტყვის არსებობის მოკლე პერიოდის, მან უკვე მოასწრო რამდენჯერმე მნიშვნელობის შეცვლა.